ფეხბურთი

1:39 | 23.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის გამარჯვების და ფანტასტიკური გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში ოთარ კაკაბაძემ ფანტასტიკური სილამაზის გოლი გაიტანა, რომელიც გამარჯვების მომტანიც აღმოჩნდა.

„კრაკოვიას“ ქართველი მცველი „რაკოვთან“ მატჩში ძირითადში არ იყო, მხოლოდ 61-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 8 წუთში უძლიერესი, უზუსტესი და ულამაზესი დარტყმით მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა - 1:0.

კაკაბაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით გაისროლა და ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში გაახვია. მიმდინარე სეზონში ოთარმა სულ რაღაც მეოთხე მატჩი ჩაატარა, მაგრამ უკვე ორი გოლი აქვს გატანილი (პირველად 2 ოქტომბერს „სტალთან“ და მაშინაც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო).

„რაკოვის“ რიგებში ვაკო გვილიამ 75-ე წუთიდან ითამაშა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. „კრაკოვიას“ 15 ტურში 20 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა, ხოლო „რაკოვმა“ სეზონში მეორედ წააგო და 26 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.112818