ფეხბურთი

21:08 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "იუვენტუსთან" მოგება გვინდა, მაგრამ ბოლო წუთებზე თუ ფრე იქნება, არ გავრისკავთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ მოსაგებად, მაგრამ თუ ბოლო წუთებზე ანგარიში საყაიმო იქნება, რისკზე წასვლას არ აპირებენ.

„ჯერ არ ვიცი, მზად არის თუ არა ლუკაკუ. კიდევ ერთი ვარჯიში გვაქვს, გუშინ გუნდთან ერთად მუშაობდა და კარგად გამოიყურებოდა, ვნახოთ, რა რეაქცია ექნება დღევანდელ ვარჯიშზე. ჟორჟინიო კარგადაა, წინა მატჩში ჰავერცის შეცვლა ბარძაყის არეში პრობლემის გამო მომიწია და მისი თამაში საეჭვოა.

მნიშვნელოვანია თუ არა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება? იმას გავაკეთებთ, რაც საჭიროა. ვცდილობთ, რომ მატჩები მოვიგოთ. თუ ბოლო წუთზე ფრე იქნება, მენდის მეტოქის საჯარიმოში გოლის გასატანად არ გავაგზავნით და პლეი-ოფში გასვლის შესაძლებლობას რისკის ქვეშ არ დავაყენებთ, მაგრამ მანამდე ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ ამ თამაშის მოსაგებად“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, „ჩელსის“ ოთხი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და ჯერ პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად არ მოუპოვებია, ხოლო „იუვენტუსი“ 12 ქულით ლიდერია და ჯგუფიდან უკვე გასულია. ამიტომაც, ტურინელებს, რომელმაც „ჩელსის“ შინ 1:0 მოუგეს, ლონდონში ქულაც ჰყოფნით, რომ პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდონ.

0.11829