ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა საფეხბურთო ასოციაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და „სამ ლომს“ 2024 წლის დეკემბრამდე გაწვრთნის.
საუთგეიტის ძველი ხელშეკრულება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ იწურებოდა, თუმცა მას ნდობა გამოუცხადეს და 2 წლით ხელშეკრულება გაუხანგრძლივეს.
საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის და 2018 წლის მუნდიალზე გუნდი ნახევარფინალში (საბოლოოდ, მეოთხე ადგილი) გაიყვანა, ხოლო ევრო 2020-ზე ფინალამდე მივიდა, სადაც იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში წააგეს და ეს იყო ინგლისის ნაკრების პირველი ფინალი ბოლო 55 წლის განმავლობაში.
51 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ინგლისმა 68 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 44 მოიგო, 10-ჯერ ფრე ითამაშა და 14-ჯერ დამარცხდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კორბენ, კონგო და ესვატინი (ყოფილი სვაზილენდი) გამოგრჩა, სვაზებმა წყევლა იციან, მტრისას
ასე მგონია, რომ ჩვენ ქართველებს აფრიკელი შამანები გვწყევლიან

თან ყველანი ერთად - სენეგალელები, კამერუნელები, გვინეაბისაუელები. პიგმეები, ზულუსები, მასაები )))
აი ასე, ჩვევად აქვთ - სანამ დაიძინებენ კოლექტიურად მოგვაწყევლიან ხოლმე და მერე ხვრინვას ამოუშვებენ
აბა რატომ ვართ ასე ტოტალურად ჩადჟმულები ყველგან და ყველაფერში ?