მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა და რადგან სანაკრებო თამაშები დასრულებულია, წლის ბოლომდე არაფერი შეიცვლება.
20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან 15:15 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა 0,29 სარეიტინგო ქულა მიიღო, ამდენივე დააკლდა ფიჯის და შესაბამისად, გუნდებს შორის სხვაობა შემცირდა. ამჟამად საქართველოს ჯამში 74,02, ხოლო მე-11 პოზიციაზე მყოფ ფიჯის 76,32 ქულა აქვს.
2021 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნებმა 8 თამაში გამართეს – რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოიგეს ხუთივე და მე-13-ედ გახდნენ ტურნირის გამარჯვებული; ერთი ფრედ დაასრულეს (ფიჯისთან) და დათმეს ორი – მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან პრეტორიაში 9:40 და საფრანგეთთან ბორდოში 15:41.
რეიტინგში პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, რომელმაც ოლ ბლექსის მარცხებით ისარგებლა. ევროპულ ნაკრებებს წარმატებული ნოემბერი ჰქონდათ და მათ რეიტინგში სამხრეთელები შეავიწროვეს, თუმცა პირველობა ჯერ ვერ ჩამოართვეს:
მსოფლიო რაგბის რეიტინგი 2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით
1. სამხრეთ აფრიკა – 90,61
2. ახალი ზელანდია – 88,75
3. ინგლისი – 87,83
4. ირლანდია – 86,53
5. საფრანგეთი – 85,53
6. ავსტრალია – 83,92
7. შოტლანდია – 83,05
8. უელსი – 81,56
9. არგენტინა – 80,58
10. იაპონია – 78,26
11. ფიჯი – 76,32
12. საქართველო – 74,02
13. სამოა – 73,59
14. იტალია – 70,51
15. რუმინეთი – 67,91
16. ტონგა – 67,72
17. აშშ – 66,54
18. ურუგვაი – 66,40
19. პორტუგალია – 65,84
20. ესპანეთი – 65,42
21. კანადა – 61,80
22. ჰონკონგი – 61,23
23. რუსეთი – 60,07
24. ნამიბია – 59,72
25. ჩილე – 58,41
26. ნიდერლანდები – 57,60
27. ბელგია – 54,86
28. პოლონეთი – 53,81
29. ბრაზილია – 53,31
30. გერმანია – 53,15…..
RUGBY.GE