ფეხბურთი

16:42 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რენატო: "მილანი"? ძალიან მომწონს და დიდ კლუბში სათამაშოდ მზად ვარ"

ფრანგული „ლილისა“ და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი რენატო სანჩესი ფიქრობს, რომ დიდ კლუბში სათამაშოდ მზად არის. 24 წლის ფეხბურთელით აქტიურად „მილანია“ დაინტერესებული და ისიც არ არის წინააღმდეგი, რომ კარიერა იტალიურ გრანდში გააგრძელოს.

„ამ ზაფხულს ბევრი კლუბის ინტერესი იყო, მაგრამ როცა ტრავმა მივიღე, მივხვდი, რომ „ლილში“ დავრჩებოდი, თუნდაც, „ბარსელონასთან“ ყველაფერი შეთანხმებული ყოფილიყო. ვფიქრობ, ტრავმამ ყველაფერი ჩაშალა. „ბაიერნი“? მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ დღეს მზად ვარ დიდი კლუბისთვის. „მილანი“ და „არსენალი“ ალბათ დაინტერესებული არიან, ამის შესახებ ჩემს აგენტს ვესაუბრე, მაგრამ მეტის თქმა არ შემიძლია. მხოლოდ ის ვიცი, რომ თუ წინადადებას მივიღებ, განვიხილავ. „მილანი“ დიდი, ისტორიული კლუბია და ძალიან მომწონს“, - თქვა რენატომ.

შეგახსენებთ, რენატო სანჩესი „ლილში“ 2019 წლიდან თამაშობს და 67 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. მას ასევე უთამაშია, „ბენფიკაში“, „ბაიერნსა“ და „სუონსი სიტიში“. მიუნხენურ გრანდში ის 2016 წელს დიდი მოლოდინით გადავიდა, მაგრამ თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

მას პორტუგალიის ნაკრებში 32 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი და ევროპის ჩემპიონია. სწორედ ევრო 2016-ზე გაიბრწყინა პირველად და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

0.120546