ფეხბურთი

14:28 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა "მანჩესტერს" უარი უთხრა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ოლე გუნარ სულშერის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთი კანდიდატი ზინედინ ზიდანია. თუმცა, ბრიტანული მედიის ცნობით, ფრანგმა სპეციალისტმა ინგლისელებს უკვე უარი განუცხადა.

როგორც ცნობილი გახდა, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა „ზიზუს“ დაუკავშირდა, მაგრამ მისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ზიდანმა ახლახან დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა და გარდა ამისა, მის მეუღლეს ნისლიან ალბიონზე ცხოვრება არ სურს.

ზიდანის გარდა, „მანჩესტერს“ ლუის ენრიკესა და მაურისიო პოჩეტინოს უკავშირებენ. არგენტინელ სპეციალისტს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც ამბობენ, პარიზში მუშაობით ბედნიერი არაა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჯერჯერობით მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს, რომელიც სულშერის გათავისუფლების შემდგე დროებით მწვრთნელად დაინიშნა.

0.103227