საფრანგეთის ლიგა 1-ს ტურის ცენტრალური მატჩი „ლიონსა“ და „მარსელს“ შორის შეწყდა. მიზეზი მასპინძელი გულშემატკივრების საქციელი გახდა, რომლებმაც დიმიტრი პაიეს ბოთლები დაუშინეს.
ფრანგი ფეხბურთელი კუთხურს აწვდიდა, როდესაც მას თავში ბოთლი მოხვდა და ამის შემდეგ მსაჯმა თამაში შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივარს, რომელმაც პაიეს ბოთლი ესროლა, "ლიონის" სხვა გულშემატკივარმა ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა და მას სახეში ხელი დაარტყა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფანებმა პაიეს ბოთლები დაუშინეს. ზუსტად იგივე მოხდა „ნიცა“ – „მარსელის“ შეხვედრაში და მაშინ პაიემ ბოთლები ფანების მისამართით თვითონაც ისროლა.
ზოგადად, საფრანგეთში გულშემატკივრების ქცევა სტადიონზე უკვე პრობლემად იქცა. მიმდინარე სეზონში რამდენიმე თამაში ფანების უდისციპლინობის გამო შეწყდა.