მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა ყატარის დიდი პრიზის რბოლა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერ მაქს ფერსტაპენთან ჩამორჩენა რვა ქულამდე შეამცირა. სეზონის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩემპიონის ვინაობა ბოლო რბოლაზე გაირკვევა.
წინა რბოლისგან განსხვავებით, ჰამილტონს სტიუარდებმა საქმე გაუადვილეს. ფერსტაპენს და მასთან ერთად, ვალტერი ბოტასსაც ჯარიმა გამოუწერეს იმის გამო, რომ კვალიფიკაციის ბოლოს, ყვითელ ალმებზე რეაგირება არ ჰქონდათ. ჰოლანდიელი სტარტზე ხუთი ადგილით უკან დასწიეს, ფინელი კი სამი ადგილით ჩამოაქვეითეს. შესაბამისად, „პირად საქმეში“ (შესაბამისად) ორი და ერთი საჯარიმო ქულითაც დასაჯეს. შესაბამისად, სტარტზე წინა რიგში გადაინაცვლა პიერ გასლიმ, მესამე ადგილზე კი ფერნანდო ალონსო განლაგდა.
ფერსტაპენმა ის მაინც შეძლო, რომ რბოლა მეორე ადგილზე დაესრულებინა და სწრაფი წრისთვის განკუთვნილი ქულაც მიეღო. ბოლო წრისთვის, „რედ ბულმა“ მას რბილი საბურავი დაუყენა, რათა ისედაც მის მიერ ნაჩვენები სწრაფი წრე შეენარჩუნებინა და მან ეს იოლად მოახერხა. მესამე ადგილი ალონსომ დაიკავა, ვინც უნგრეთის 2014 წლის დიდი პრიზის შემდეგ, კვარცხლბეკზე პირველად ავიდა.
„რა თქმა უნდა, მომწონს რბოლები, რომლებშიც წინ ბრძოლით მივიწევ, მაგრამ ახლა მთავარი ამ ქულების აღება იყო. წინ ორი რბოლაა და გუნდისგან ასეთივე თავდადების იმედი მაქვს“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც პოულიდანვე დაწინაურდა და ფინიშსაც პრაქტიკულად კონკურენციის გარეშე, პირველმა მიაღწია.
ეს მისი მეშვიდე გამარჯვებაა 20 რბოლაში და ზედიზედ მეორე. სულ კი კარიერაში 102 მოგება დაუგროვდა. მასზე ორით მეტი მოგება აქვს ფერსტაპენს.
ყატარის დიდი პრიზი
ლოსაილი, დისტანცია 306.660 კმ (5.380 კმ, 57 წრე)
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:24'28.471
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 25.743
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 59.457
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1'02.306
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'20.570
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'21.274
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'21.911
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'23.126
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2 წრე
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 7 წრე
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 9 წრე
უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:23.196 (57-ე წრე)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. მაქს ფერსტაპენი - 351.5 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 343.5; 3. ვალტერი ბოტასი - 203; 4. სერხიო პერესი - 190; 5. ლანდო ნორისი - 153; 6. შარლ ლეკლერი - 152; 7. კარლოს საინსი - 145.5; 8. დანიელ რიკარდო - 105; 9. პიერ გასლი - 92; 10. ფერნანდო ალონსო - 77; 11. ესტებან ოკონი - 60; 12. სებასტიან ფეტელი - 43; 13. ლანს სტროლი - 34; 14. იუკი ცუნოდა - 20; 15. ჯორჯ რასელი - 16; 16. კიმი რაიკონენი - 10; 17. ნიკოლას ლატიფი - 7; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 1; 19. მიკ შუმახერი, რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ალფა რომეო) და ნიკიტა მაზეპინი - 0.
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. მერსედესი - 546.5 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 541.5; 3. ფერარი - 297.5; 4. მაკლარენ-მერსედესი - 258; 5. ალპინ-რენო - 137; 6. ალფატაური-ჰონდა - 112; 7. ასტონ მარტინ-მერსედესი - 77; 8. უილიამს-მერსედესი - 23; 9. ალფა რომეო-ფერარი - 11; 10. ჰაას-ფერარი - 0.