ფეხბურთი

19:58 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მასტერ ლიგისა და მერიის თასის ფინალური შეხვედრები

7x7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრის მოედანზე თბილისის მერიის თასის გათამაშებისა და მასტერ ლიგა 1-ის ფინალური მატჩები გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაესწრნენ. ფინალური მატჩების დასრულების შემდეგ სფფ-ის წარმომადგენლებმა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

თბილისის მერიის თასის გათამაშებაში ქალაქის სამივე ლიგაში მოასპარეზე 56 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალური შეხვედრაში კი, ერთმანეთს მასტერ ლიგა 1-ის წარმომადგენელი "თბილისის მერია" და მასტერლია ლიგა 2-ის წარმომადგენელი "კრწანისი" დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ გადამწვეტი შეხვედრა მერიის გუნდი გამარჯვებით, ანგარიშით - 4:2 დასრულდა.

რაც შეეხება მასტერ ლიგა 1-ის ფინალს, დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ "ბუდაპეშტი" და "ინტერსპორტი" წარსდგნენ. დაძაბულ ბრძოლაში "ბუდაპეშტმა" მეტოქეს აჯობა და ანგარიშით - 3:2 გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156003