ფეხბურთი

15:48 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "აგუეროს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ სერხიო აგუერო კარიერას ასრულებს.

როგორც ესპანელმა მწვრთნელმა აღნიშნა, წინ კიდევ სამი თვეა სიტუაციის შესაფასებლად და არგენტინელ ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„უარვყოფ ჭორებს, რომ ის კარიერას ასრულებს. სამი თვე გვაქვს იმისთვის, რომ გავიგოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ განვითარდება და როგორ უნდა მოვიქცეთ. მე და აგუერო ყოველთვის კონტაქტში ვართ, დღესაც ვისაუბრეთ. გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ის მშვიდადაა და გვჯერა, რომ ფეხბურთის თამაშს დაუბრუნდება“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, სერხიო აგუეროს 30 ოქტომბერს, „ალავესთან“ მატჩის შემდეგ გულის არითმია დაუბრუნდა და ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ცნობა, რომლის თანახმად, კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას მომდევნო კვირაში გააკეთებს. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130504