ჩოგბურთი

15:15 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეკო გორგოძემ წყვილთა თანრიგში მონტევიდეოს ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ რუმინელ ირინა ბარასთან წყვილში მეოთხე ტიტული მოიგო - ამჯერად, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოს 125-ათასიანი ტურნირი.

Montevideo Open-ზე ქართულ-რუმინულმა დუეტმა სამი შეხვედრა მოიგეს, ფინალში კი ბრაზილიელი ალვეშისა და ესპანელი რიბერას დუეტი 6:4, 6:3 დაამარცხეს.

გორგოძემ და ბარამ მიმდინარე წელს მეოთხე ტიტული მოიპოვეს. მონტევიდეომდე მათ კარლსრუეს, კლუჟისა და ბუენოს აირესის ტურნირების მოგება მოახერხეს.

ამჟამად, გორგოძისა და ბარას დუეტი WTA-ს რეიტინგში 69-ე ადგილზეა და მოსალოდნელია, რომ ახალ რეიტინგში წინსვლა ელოდებათ.

0.118153