ჩოგბურთი

23:51 | 20.11.2021 | ნანახია 523 - ჯერ

ავსტრალიის ღიაზე სათამაშოდ ჯოკოვიჩს ვაქცინაცია მოუწევს

მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს და ყველა ჩოგბურთელს, ვისაც ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში სურთ, კორონავირუსის წინააღმდეგ სრული ვაქცინცია მოუწევთ. ამის შესახებ ტურნირის შეფმა კრეიგ ტილიმ გამოაცხადა.

სერბ ჩოგბურთელს ნათქვამი აქვს, რომ თავისი ვაქცინაციის სტატუსის გამოქვეყნებას არ აპირებს და გადაწყვეტილებას, ითამაშებს თუ არა მელბურნში, მას შემდგ მიიღებს, რაც ტენის ავსტრალია ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლებს გამოაქვეყნებს.

„ნოვაკს ნათქვამი აქვს, რომ ეს პირადი საკითხია და მის გახმაურებას არ აპირებს. ჩვენ გაგვიხარდება, თუ მას ჩვენს ტურნირზე ვიხილავთ. მაგრამ მან იცის, რომ აქ სათამაშოდ, ვაქცინაცია მოუწევს“, - ამბობს ტილი.

ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ გამონაკლისის სახით, არავაქცინირებული ჩოგბურთელები ქვეყანაში დაიშვებიან, თუ ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან. მაგრამ შტატ ვიქტორიას პრემიერმა დანიელ ენდრიუსმა ამასაც ხაზი გადაუსვა და განაცხადა, რომ არავაქცინირებულებისთვის, გამონაკლისები არ იქნება.

ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა ცხრაჯერ აქვს მოგებული. სულ კი მის ანგარიშზე, დიდი სლემის 20 ტიტულია. ამდნვე ტიტული აქვთ როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალსაც. ამათგან ფედერერი მელბურნში არ ითამაშებს, ნადალმა კი დაადასტურა, რომ ტურნირზე გამოსვლას აპირებს. შვეიცარიელიც და ესპანლიც სრულად არიან ვაქცინირებულები.

ტილი ამბობს, რომ ჩოგბურთელების 80 პროცენტი სრულად არის აცრილი და მათ მელბურნში თამაშის საშუალება მიეცემათ. ტურნირზე, რომელიც 17 იანვარს დაიწყება, მაყურებელი სრულად დაიშვება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:35 | 23.11.2021
fidofido (3392)

ეს ავსტრალიელები რა მაგარი ხლეეები ყოფილან. დაგაფსათ ნოლემ მაგ თქვენ დემოკრატიასა და თავისუფლებაზე. ისე რა ჩემი დიშლა თავისუფლებაზეა ლაპარაკი როცა ელიზაბადე ჰყავთ ქვყნის მეთაურად რომელიც ინგლისშიც არარ ახსოვთ

14:17 | 21.11.2021
Bacho-Cr7real madrid (5443)

ეგარაგერი ნოლე ძაან დიდი ხარ მეც კი მომალბო სიბერეში და საერთოდ აღარ ვარ ნოვაკის მიმართ ცუდად განწყობილი

14:16 | 21.11.2021
Bacho-Cr7real madrid (5443)

ფიდო სადა ხარ შეგვიფასე შენი ბილიკის გაბახება დდდდ

20:36 | 23.11.2021
fidofido (3392)

მიუყვებ ნოლე პენსიიის ბილიკს ასაკი თავისას შვება მაინც რეკორდები დახსნა და შემაჯამებელი მაგას ბალღობიდან ეზარებოდა

14:16 | 21.11.2021
Bacho-Cr7real madrid (5443)

ბილიკის რაღა იყო და ნოლიკოს

14:14 | 21.11.2021
KoRBeN DaLLaS (24844)

პირველი დოზით აცრეს წუხელ უკვე

0.116072