რაგბი

20:35 | 20.11.2021 | ნანახია 2097 - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუზავდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ არნახუესში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ტესტ-მატჩი ჩაატარა და პირველად ისტორიაში, ამ გუნდების დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 15:15.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე შესვენების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ქულები „ბორჯღალოსნებს“ მხოლოდ თედო აბჟანდაძემ შესძინა, რომელმაც 5 ჯარიმა ზუსტად შეასრულა. პირველი ნახევარი ქართველმა მორაგბეებმა 9:5 მოიგეს, ხოლო 69-ე წუთამდე 15:8-ს იგებდნენ, მაგრამ ვილიამე მატამ შეხვედრის ერთადერთი ლელო მიითვალა, რომელიც ბენ ვილავოლამ ზუსტად გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ 10 წუთში არაფერი შეცვლილა და საბოლოოდ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრები ფიჯის ისტორიაში მეექვსედ შეხვდა და ბალანსი უარყოფითია: 1 მოგება, 1 ფრე და 4 წაგება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩები დაასრულა. ფიჯიმდე ლევან მაისაშვილის გუნდი ბორდოში, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 15:41 დამარცხდა.

საქართველო - ფიჯი 15:15 (9:5)

ქულები: 3:0 აბჟანდაძე (7), 6:0 აბჟანდაძე (22), 6:5 ტუიმაბა (29), 9:5 აბჟანდაძე (37), 9:8 ვოლავოლა (52), 12:8 აბჟანდაძე (58), 15:8 აბჟანდაძე (64), 15:13 მატა (69), 15:15 ვოლავოლა (70)


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:19 | 21.11.2021
KoRBeN DaLLaS (24844)

აქედანვე ვიფიქროთ იტალიაზე.

22:41 | 20.11.2021
baxt (1836)

შეხვედრის ერთადერთი ლელო თუ ბოლოს გაიტანეს ფიჯელებმა, მანამდე 5ქულიანი შეტევა რითი გააკეთებს, 6:5 როცა გახდა ანგარიში?

22:40 | 20.11.2021
hermano72 (136)

ერთადერთი ლელო არ ყოფილა. დაუკვირდით რას წერთ!!! მცოდნეს მაინც გადააკითხეთ...

22:32 | 20.11.2021
whisky (159)

წინსვლა-განვითარება?

21:43 | 20.11.2021
Marco8 (3591)

ნადოლო და რადრადრა გავიდნენმარილზე თუ რანაირად ეს ანგარიში?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.23451
სარეკლამო ადგილი - 99
X x X