სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი განახლდა და გორის „დილამ“ ევროტურნირებზე თამაში გაინაღდა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდი 34-ე ტურში უშუალო კონკურენტ „დილას“ ესტუმრა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, რაც შიდა ქართლელებს ხელს აძლევდათ.
გორის „დილა“ 60 ქულით მესამე ადგილზეა და უახლოეს მდევრებს, „ლოკომოტივსა“ და „საბურთალოს“ შესაბამისად 8 და 9 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ ორ ტურში მესამე ადგილს არ დაკარგავს. ეს კი, კონფერენს ლიგის საგზურს ავტომატურად ნიშნავს.
შეგახსენებთ, გორის „დილამ“ კონფერენს ლიგაზე გასულ სეზონშიც ითამაშა და პირველივე წრეში სლოვაკურ „ჟილინასთან“ დამარცხდა (1:5, 2:1).