ფეხბურთი

15:00 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "რატომ არ თამაშობს დონარუმა? ჩემი ცოლი ფიქრობს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ კომენტარი გააკეთა. იტალიელ მეკარეს კეილორ ნავასთან კონკურენციის გამო მუდმივად თამაში არ უწევს, არადა, პარიზში ის სხვა გეგმებით და რეპუტაციით გადავიდა.

არგენტინელი სპეციალისტის აზრით, ყველა ფეხბურთელი და მისი ახლობელი ადამიანები ფიქრობენ, რომ თამაში ეკუთვნით, მაგრამ ზოგჯერ რეალობა სხვაგვარია.

„ყველა ფეხბურთელი და მის გარშემო მყოფი ფიქრობს, რომ თამაშის იმსახურებს. ზოგადად, ყველაფერში ასეა. მაგალითად, ჩემი მეუღლე ფიქრობს, რომ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ვარ. ყველას სურს მხარი დაუჭიროს და დაიცვას ის ადამიანი, ვინც უყვარს და მასზე ზრუანვს. თუმცა, მწვრთნელი ასე ვერ იფიქრებს და გრძნობებს არ უნდა აყვეს“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმას „პარი სენ ჟერმენში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 7-ჯერ გავიდა.

0.116962