ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა ესპანეთში „ბასკონიას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 80:74 იმარჯვა.
ამრიგად, ქართველ კალათბურთელს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში და მატჩის დაწყებამდე კლუბის დირექტორმა ფელიქს ფერნანდესმა მას სამახსოვროდ „ბასკონიას“ მაისურიც გადასცა.
შენგელია პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 29:49 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.
მოსკოველთა რიგებში შენგელიასთან ერთად იოჰანეს ვოიტმანი (16 ქულა) და უილ კლაიბერნი (16 ქულა) გამოირჩნენ, ხოლო „ბასკონიაში“ უედ ბალდვინი (18 ქულა) და სტივენ ენოხი (14 ქულა) იყვნენ საუკეთესოები.
მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 6 გამარჯვების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზიზუ უნდა წააგო ეს ფინალი, შენდამი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად
ზიზუ თუ იუვენტუსს მოუგებს მაშინ გამოდის რომ მწვრთნელიც ისეთივე მაგარია როგორიც ფეხბურთელი იყო!
რათქმაუნდა მასეა მეგობაროო
და თუ მასე მოხდა მერე ვინაა მსგავსი შედეგის დამდებიი