ფეხბურთი

23:50 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

15-წლიანი ეპოქა დასრულდა: ურუგვაის ნაკრებიდან ტაბარესი დაითხოვეს

ურუგვაის ნაკრებში ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის ეპოქა დასრულდა. როგორც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდა და ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტაბარესი აღარ არის.

74 წლის გამოცდილი სპეციალისტი „სელესტეს“ ბოლო 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან ურუგვაის ნაკრები ზედიზედ სამჯერ (2010, 2014, 2018) გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო 2010 წელს მეოთხე ადგილზეც გაიყვანა. გარდა ამისა, 2011 წელს კოპა ამერიკაც მოაგებინა.

ბოლო დროს ურუგვაის ნაკრებს წარმატებული შედეგები არ ჰქონდა და ტაბარესის დათხოვნის მიზეზიც ეს გახდა. 2022 წლის მუნდიალზე ურუგვაელთა გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა და ყველაფერი დარჩენილ ტურებში უნდა გადაწყდეს.

ოსკარ ტაბარესი ურუგვაის ნაკრებს 1988-1990 წლებშიც ხელმძღვანელობდა. მას ასევე უმუშავია „დანუბიოში“, „დეპორტივო კალიში“, „ბოკა ხუნიორსში“, „კალიარიში“, „მილანში“, „ოვიედოში“, „ველეს სარსფილდში“, ურუგვაის ნაკრებს კი 2006 წლიდან ავარჯიშებდა.

0.127621