ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ რომელუ ლუკაკუ გუნდთან ერთად ვარჯიშს კვირიდან დაიწყებს და თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" შეხვედრაში ბელგიელი სათადარიგოთა სკამზეც დასვას.
"რომელუ გუნდურ ვარჯიშთან ახლოსაა, ასე რომ ვიმედოვნებთ, კვირას სრულყოფილად ივარჯიშებს. ვნახოთ როგორ წარიმართება საქმე, რომელუ გულმოდგინედ მუშაობს და ცდილობს რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართებადა თუ იგი კვირას და ორშაბათს ივარჯიშებს, შესაძლოა "იუვენტუსთან" სათადარიგოთა სკამზეც იყოს." - ციტირებს Sky Sports-ი გერმანელის სიტყვებს.
მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ 11 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. რომელუ თითქმის ერთი თვეა რაც ტრავმირებულია და "ჩელსის" ხუთი შეხვედრა გამოტოვა.