"ბარსელონა" ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატით და "ბაზელის" თავდამსხმელით არტურ კაბრალით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, არტურს "ბლაუგრანას" ერთ-ერთი სკაუტი დეკუ აკვირებოდა და კლუბს მისი დამატება ურჩია. ასევე, ესპანელებს შეუძლიათ ფეხბურთელი იჯარის წესით დაიმატონ, გამოსყიდვის უპირატესობით, თუმცა ამისთვის კლუბმა ან ხელფასი უნდა შეუმციროს მოთამაშეებს ან ვინმე უნდა გაყიდოს.
კაბრალი "სეარას" აკადემიის აღზრდილია და "პალმეირასმა" ოიციალურად 2019 წელს დაიმატა. იმავე წელს, ფეხბურთელი "ბაზელში" გაანათხოვრეს და ერთი წლის შემდეგ შვეიცარიელებმა 6 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.
მიმდინარე სეზონში კაბრალმა შვეიცარიის ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგაზე 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში არტური ოქტომბერში გამოიძახეს, თუმცა დებიუტი არ ჰქონია.