ფეხბურთი

19:51 | 19.11.2021 | ნანახია NaN - ჯერ

პრემიერლიგამ NBC-თან ახალ შეთანხმებას მიაღწია

ინგლისის პრემიერლიგა და ამერიკული სამაუწყებლო კომპანია NBC Universal-ი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. როგორც BBC-ი იუწყება, ახალი კონტრაქტის მიხედვით ამერიკული კომპანია ინგლისის ჩემპიონატის მატჩებს ტრანსლირებას კიდევ ექვსი სეზონის განმავლობაში 2022/23-დან 2027/28 სათამაშო წლის ბოლომდე განახორციელებს.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პრემიერლიგა ორ მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. აღნიშნული თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო, როდესაც მხარეები ექვსწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ინგლისელებმა 740 მილიონი მიიღეს.

ასევე, 2021 წლის მაისში პრემიერლიგამ 4.7 მილიონი ღირებულების სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა Sky Sports-თან, BT Sport-თან, Amazon Prime Video-სა და BBC Sport-თან.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:53 | 12.02.2018
Beka-1991 (596)

ენფილდზე კარგ ჰანდიკაპით მოგებას ველოდები. დრაგაოზეც არ გამიკვირდება 2იანი რომ გაახერხოს კლოპომ

10:10 | 12.02.2018
RHP (3623)

არაა ხელწამოსაკრავი გუნდი პორტუ ფრე არ იქნება ურიგო გასვლაზე
სახლში კი საკაიფოდ მოვუგებთ

01:33 | 12.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ყველა ვარიანტში უნდა გავცდეთ პორტოს.ლივერპული და ლიგის ფლეიოფი მომენატრა

00:43 | 12.02.2018
ogafa (10211)

ლივერპული დაქოქილია

0.063343