ფეხბურთი

18:45 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრების +25 ქულა და +7 პოზიცია

ფიფამ ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ რეიტინგი განაახლა და როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა წინსვლა მოახერხა.

ვილი სანიოლის გუნდმა შვედეთთან (2:0) და უზბეკეთთან (1:0) გამარჯვებების შემდეგ რეიტინგს 25.36 ქულა შემატა და 93-ე ადგილიდან 86-ე პოზიციამდე დაწინაურდა. საინტერესოა, რომ თუ ბოლო ორი თვის რეიტინგს მივიღებთ მხედველობაში საქართველოს წინსვლა კიდევ უფრო იკვეთება. მაგალითად, სექტემბერში გუნდი 96-ე საფეხურზე იყო, გასულ თვეში 3 ადგილით დაწინაურდა, ახლა კი შვიდი პოზიციით წინ წაიწია.

...84. უზბეკეთი - 1274 ქულა

85. სირია - 1269.96 ქულა

86. საქართველო - 1269.24 ქულა

87. ჰაიტი - 1268 ქულა

88. ზამბია - 1264 ქულა

89. გაბონი - 1262 ქულა

90. ბაჰრეინი - 1255 ქულა

ფიფას რეიტინგს კვლავინდებურად ბელგიის ნაკრები ლიდერობს. საერთოდ, მოწინავე სამეულში ცვლილებები არ მომხდარა, მაგრამ ათეულში ბევრი გადაადგილებაა. 2018 წლის შემდეგ პირველად ხუთეულში შევიდა არგენტინის ნაკრები, რომელმაც იტალიას გადაასწრო. ევროპის მოქმედი ჩემპიონი წარუმატებელი თვის შემდეგ ორი ადგილით დაქვეითდა და არგენტინის გარდა, ინგლისმაც უკან მოიტოვა.

დანიის ნაკრებმა მეათედან მეცხრე საფეხურზე აინაცვლა, ხოლო ათეულში დაბრუნდა ნიდერლანდების ნაკრები. ნელ-ნელა ათეულს უახლოვდება გერმანიაც, რომელიც ამ დროისთვის მე-11 საფეხურამდე დაწინაურდა.

1. ბელგია - 1828 ქულა

2. ბრაზილია - 1826 ქულა

3. საფრანგეთი - 1786 ქულა

4. ინგლისი - 1755 ქულა

5. არგენტინა - 1750 ქულა

6. იტალია - 1740 ქულა

7. ესპანეთი - 1704 ქულა

8. პორტუგალია - 1660 ქულა

9. დანია - 1654 ქულა

10. ნიდერლანდები - 1652 ქულა

რეიტინგი სრულად...

აქვე გეტყვით, რომ ფიფა 2021 წლის ბოლო რეიტინგს მომდევნო თვეში, 23 დეკემბერს გამოაქვეყნებს, თუმცა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ იქნება, რადგან სანაკრებო მატჩები მიმდინარე წელს დაგეგმილი არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122105