ფეხბურთი

17:38 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაზიზი: "მიქაუტაძე ძალიან ნიჭიერია და ადრე თუ გვიან, წარმატებას მიაღწევს"

ბელგიური „სერანის“ თავდამსხმელმა იუსეფ მაზიზმა თანაგუნდელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. 23 წლის ფეხბურთელმა ქართველი მოთამაშის შესახებ დადებითად ილაპარაკა და დარწმუნებულია, რომ ის წარმატებას მიაღწევს.

„გიორგი კარგი ახალგაზრდაა, ნიჭით სავსე. ადრე თუ გვიან, წარმატებას მიაღწევს. აქ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და უკვე 5 გოლი გაიტანა. ჩვენ მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებთ, ხშირად ვეძებთ ერთმანეთს. ერთნაირი ფეხბურთი მოგვწონს, ერთი-ორი შეხებით თამაში. ყოველთვის მომწონს მარტივი ფეხბურთის მოთამაშეები, რონალდინიო, ზიდანი და მესი. როცა 8-9 წლის ვიყავი, „მეცში“ ზიდანი მოვიდა და მაქვს მისი ავტოგრაფიანი მაისური. „მეცში“ სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც იყვნენ - რობერ პირესი, ფრანკ რიბერი, ემანუელ ადებაიორი. პატარაობაში კლუბის მატჩებს მამაჩემთან ერთად მუდმივად სტადიონიდან ვუყურებდი“, - თქვა მაზიზმა.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ბელგიის იუპილერ ლიგაში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ბელგიის თასზე კი ორ თამაშში თავი 3-ჯერ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ მან ორჯერ მოახერხა ჰეთ-თრიქის შესრულება.

საქართველოს ნაკრებში მიქაუტაძის დებიუტი მიმდინარე წლის მარტში, შვედეთთან საგარეო მატჩში შედგა და მას მერე 7 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა (რუმინეთთან), თუმცა, ბოლო სანაკრებო პაუზა ტრავმის გამო გაუცდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130041