ფეხბურთი

13:56 | 19.11.2021 | ნანახია 184 - ჯერ

ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკას პაკეტა დასახელდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ლიონის“ ნახევარმცველი ლუკას პაკეტა დასახელდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გამოკითხულთა ხმების თითქმის ნახევარი - 49% მიიღო.

24 წლის მოთამაშემ „რენის“ თავდამსხმელ გაეტანა ლაბორდეს (39%) და „ნიცას“ ფორვარდს ენდი დელორს (15%) აჯობა.

პაკეტამ გასულ თვეში „ლიონის“ შემადგენლობაში 4 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 13 მატჩში 5 გატანილი გოლია. მისი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატჩი ჩატარებული 13 შეხვედრის მერე 19 ქულით - მე-7 პოზიციაზე იმყოფება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:21 | 21.11.2021
football_truth (68)

ლუდოვიკ ბლასი უკეტესი ფეხბურტელია

15:25 | 19.11.2021
KoRBeN DaLLaS (24846)

ტიპი ბრაზილიის ნაკრებშიც შეუცვლელ ფიგურად იქცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123165
სარეკლამო ადგილი - 99
X x X