თამაშგარე

11:36 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი სკანდალი - ბასილაშვილს ყოფილი ცოლი ღალატში ადანაშაულებს

ქართული სპორტის მოყვარულებისთვის რა თქმა უნდა არ იყო სასიამოვნო, საუკეთესო ქართველი მეჩოგნის ნიკა ბასილაშვილის ოჯახში მომხდარი სკანდალების გაგება და წაკითხვა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ქართველი სპორტსმენებიდან ნიკა ფაქტობრივად ერთადერთია, რომლის პირადი ცხოვრების ამბები მსოფლიოს ბულვარული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც ჩანს, ბასილაშვილსა და მის ყოფილ ცოლს, მოდელ ნეკა დოროყაშვილს შორის დაპირისპირება და საქმის გარჩევები კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. ამის დასტურია ის, რომ დოროყაშვილი (რომელიც სოციალურ ქსელებში ერთობ აქტიურია) ყოფილი ქმრის შესახებ სკანდალურ ფაქტებს ხშირად იხსენებს და მათ შორის ისეთებს, რაც აქამდე არ იყო ცნობილი.

"ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი იწვა ქალთან კონკრეტულ ლოკაციაზე. შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე ამის დამამტკიცებელი ფაქტები, ფოტოები, მესიჯები. ყველაზე შოკისმომგვრელი კი, ის ქართველი გოგო იყო", - 18 ნოემბერს წერს დოროყაშვილი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111216