News

0:32 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა”, კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, ლა ლიგაში ვეღარ ითამაშებს

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის თავმჯდომარის, ხავიერ ტებასის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კატალონია ესპანეთს გამოეყოფა, “ბარსელონა” და “ესპანიოლი” პრიმერა დივიზიონში თამაშს ვერ განაგრძობენ.

მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, კატალონიაში, ესპანეთისგან გამოყოფასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი იმართება. ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება რეფერენდუმს კანონიერად არ ცნობს, მაგრამ ესპანური ფეხბურთის მმართველი პირები მაინც განხილავენ, თუ რა მოხდება კატალონიის გამოყოფის შემთხვევაში.

“თუ კატალონია ესპანეთს გამოეყოფა, “ბარსელონასა” და “ესპანიოლს” ესპანურ ტურნირებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ. ამის მიზეზი ესპანეთში მოქმედი სპორტული ნორმაა, რომლის თანახმადაც, ერთადერთი არაესპანური ქვეყანა, რომლის წარმომადგენლებსაც ესპანურ ტურნირებში თამაშის უფლება აქვს, ანდორაა. ამ სიტუაციის შესაცვლელად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.” – აცხადებს ტებასი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, “ბარსელონასთვის” ერთ-ერთი ვარიანტი ასპარეზობის საფრანგეთის ჩემპიონატში გაგრძელება იქნება.

0.114833