სხვა

0:54 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვალენტინო როსი მოტო გრანპრის დიდების დარბაზში შევიდა

მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი ვალენტინო როსი, მოტო გრანპრის დიდების დარბაზში შევიდა. იტალიელმა სუპერ ვარსკვლავმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 20-ზე მეტი სეზონი გაატარა და ახლახანს, ვალენსიას დიდ პრიზზე დაასრულა.

ჩემპიონს ცხრა ტიტულიდან, როსის თითო 125, 250 და 500 კუბ სანტიმეტრი მუშა მოცულობის ძრავების კლასებში აქვს მოპოვებული (შესაბამისად, 19970, 1999 და 2001 წლებში), დანარჩენ ექვს ტიტულს კი მოტო გრანპრის დაარსების შემდეგ, 2002-2005, 2008 და 2009 წლებში დაეუფლა. როსი ერთადერთი მოტომრბოლია, ვისაც ჩემპიონის წოდება ოთხივე კლასში აქვს მოპოვებული.

42 წლის როსიმ სულ 22 ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, გამოვიდა 372 რბოლაში, რომელთაგან 89 მოიგო; კვარცხლბეკზე კი 199-ჯერ ავიდა (61 მეორე და 49 მესამე ადგილი). მის ანგარიშზეა 55 პოულ პოზიცია, 75 რბოლაში კი უსწრაფესი წრე დააფიქსირა (მათგან 52 მოიგო). ის მხოლოდ 39 რბოლას გამოეთიშა (სხვადასხვა მიზეზით). მიყოლებით 23 რბოლაში ავიდა კვარცხლბეკზე. ერთ სეზონში, ყველაზე მეტი მოგება 11 აქვს, ყველაზე მეტი კვარცხლბეკი კი - 16. ერთ სეზონში ყველაზე მეტი პოული - 9. ზედიზედ 33 რბოლა აქვს დასრულებული ქულებით.

„ამ დღეზე ყოველთვის ვფიქრობდი, როგორც კოშმარზე. იმიტომ, რომ ეს ხანგრძლივი კარიერის დასასრულია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჩემთან უმუშავია, მთელ პადოკს, მრბოლებს... ეს დაუვიწყარი დღეა და ძალიან ვისიამოვნე. ჩემთვის მთელი კარიერა ერთი დიდი სიამოვნება იყო“, განცხადა როსიმ, ვინც ამ 22 სეზონის განმავლობაში, „ჰონდას“, „იამაჰას“ და „დუკატის“ მოტოციკლებთ იასპარეზა, ბოლო გამარჯვება კი ჰოლანდიის 2017 წლის დიდ პრიზზე (ასენში), „იამაჰათი“ მოიპოვა.

0.112836