ფეხბურთი

19:12 | 18.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერში" სულშერის გათავისუფლება გადაწყვიტეს

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ოლე გუნარ სულშერს დაითხოვენ. Manchester Evening News-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

თუმცა, სულშერი პოსტს მას მერე დატოვებს, რაც „მანჩესტერი“ შესაბამისად, შემცვლელს იპოვის. ამ დროისთვის „წითელ ეშმაკებს“ ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანის მიწვევა სურთ, რომელიც უმუშევარია.

„მანჩესტერმა“ მიმდინარე სეზონი არასტაბილურად დაიწყო და პრემიერლიგაში 11 ტურის შემდეგ 17 ქულით მეექვსე ადგილზეა, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე 4 ტურში 7 ქულა მოიპოვა და პლეი-ოფის საგზურთან ახლოსაა.

0.115466