საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თორნიკე შენგელია დაეხმარება. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ ინტერვიუში ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა თქვა, შენგელია ილიას ზუროსის განკარგულებში უკრაინასთან და ესპანეთთან მატჩებში იქნება.
მოსკოვის ცსკა-ს 25 ნოემბერს, ევროლიგაში მიუხენის „ბაიერნთან“ მატჩი აქვს, რომლის დასრულებისთანავე თორნიკე თბილისში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება და 26 ნოემბერს, უკრაინელთა წინააღმდეგ ითამაშებს.
მოგეხსენებათ, შენგელიამ ცსკა-ს კონტრაქტში სპეციალური პუნქტი შეატანინა, რომლის მიხედვით კლუბმა ის ეროვნული ნაკრების მატჩებზე უნდა გამოუშვას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 26 ნოემბერს, თბილისში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 29 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.