ევროლიგის მე-10 ტურში მოსკოვის ცსკა „ბარსელონას“ ესტუმრა და 73:81 დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ოთხივე პერიოდში აბსოლუტურად განსხვავებული სურათი იყო.
პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა (13:13), მეორე ათწუთეულში კი ცსკა სუსტად გამოიყურებოდა და 14:25 დათმო. თუმცა, შესვენების შემდეგ დმიტრი იტუდისის გუნდი პარკეტზე შესანიშნავი განწყობით გავიდა და მესამე პერიოდი 20(!) ქულით მოიგო 33:13, შესაბამისად, ბოლო პერიოდის წინ 60:51-ს იგებდა. მიუხედავად ამისა, რუსული გუნდი მაინც დამარცხდა, რადგან მეოთხე მეოთხედი „ბარსელონამ“ 30:13 მოიგო, თამაში კი - 81:73.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 29:11 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი თავის გუნდს 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, მთლიანად შეხვედრაში კი მხოლოდ ნიკოლა მიროტიჩს (27) ჩამორჩა.
მოსკოვის ცსკა-ს 10 ტურის თავზე 5 მოგების საპირისპიროდ 5 წაგება აქვს და მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 ნოემბერს, სტუმრად შენგელიას ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარედ დიდი მადლობა
გავედით ჟგუფიდან
გილოცავთ
ჩვენი 16-იანების ხომ არ იცით რამე.
stripslashes((strlen('http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=23991')>0?'http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=23991':'http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=23991'))
ამ ფიბა ევროპის გამკვირვებია უკრაინას ჩვენზე წინ როგორ აყენებს.
ლატვიამ რუსეთი გაანადგურა პირველ მატჩში .. ყოჩაღ მაგათ .. ხორვატიის შედეგიც მოულოდნელია და საბერძნეთს საღოლ ..
რაც უფრო ცუდ ხასიათზე იქნებიან ჩვენი მეტოქეები მით უკეთესი ჩვენთვის
და ჩვენ კარგ ხასიათზე ვიქნებით 2 ძირითადი რომ გამოგვაკლდა?