ჩოგბურთი

1:52 | 18.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასი ATP-ს ფინალს ტრავმით გამოეთიშა

სტეფანოს ციციპასმა ATP-ს ფინალში გამოსვლა, იდაყვის ტრავმის გამო შეწყვიტა. ბერძენ ჩოგბურთელს, სეზონის დამამთავრებელი ტურნირი 2019 წელს აქვს მოგებული. მწვანე ჯგუფში თავისი პირველი შეხვედრა მან რუს ანდრეი რუბლევთან 4-6, 4-6 წააგო და მეორე შეხვედრა ნორვეგიელ კასპერ რუუდთან უნდა გაემართა.

მაგრამ მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს მარჯვენა იდაყვის ტრავმა (რომელიც პარიზის მასტერსის შემდეგ აწუხებს) გაურთულდა და კორტზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. ტურინში მიმდინარე ტურნირზე მას რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფი ბრიტანელი კამერონ ნორიე შეცვლის.

ეს ამ ტურნირზე უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა. სამშაბათს, თავისი პირველი შეხვედრისას, რომელშიც მეტოქედ გერმანელი ალექსანდერ ზვერევი ჰყავდა, მუცლის პრესის ტრავმა მიიღო იტალიელმა მატეო ბერეტინიმ. ტურნირზე მისი ადგილი, მისმა თანამემამულე იანიკ სინერმა დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116557