ფეხბურთი

20:00 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი ორი-სამი კვირა ვერ ითამაშებს

უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი გარეტ ბეილი ტრავმირებულია და უახლოეს მატჩებში "სამეფო კლუბს" ვერ დაეხმარება. როგორც გამოცემა COPE იუწყება, ფეხბურთელმა ფეხის კუნთის დაზიანება ბელარუსთან მოგებულ (5:1) შეხვედრაში მიიღო და ორი-სამი კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის.

ბეილმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რადგან მუხლის ტრავმა ჰქონდა. მცირე სათამაშო დროის მონაკვეთში უელსელმა ერთი გოლის გატანა შეძლო.

0.115315