რაგბი

19:09 | 17.11.2021 | ნანახია 1655 - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ივნისში იტალია ესტუმრება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიის ნაკრებთან ტესტ-მატჩს ჩაატარებს. როგორც იტალიური გამოცემა Onrugby.it იტყობინება. „აძურამ“ უკვე გაწერა 2022 წლის ტესტ-მატჩების განრიგი და ამის მიხედვით დააანონსდა საქართველოსთან შეხვედრა.

იტალია ზაფხულის ტესტ-მატჩებში საქართველოში ჩამოვა. საზაფხულო ტურნეში იტალია საქართველოს გარდა, სტუმრად რუმინეთის ნაკრებსაც დაუპირისპირდება. შეხვედრა 2022 წლის ივნისში უნდა გაიმართოს, ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი უცნობია.

საქართველოს ნაკრებს იტალიასთან აქამდე ორჯერ უთამაშია - 2003 წელს აპენინელებმა 31:22 მოიგეს, ხოლო 2018 წელს, ფლორენციაში გამარჯვება ისევ იტალიამ მოიპოვა (28:17).


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:25 | 19.11.2021
კრიშტიანო მესი (42)

ზედმეტ წნეხში არ უნდა მოვაქციოთ ჩვენი ნაკრები, მაგრამ მათ ყველაზე კარგად იციან რომ ეს თამაში მოსაგებია!!!

19:06 | 18.11.2021
KoRBeN DaLLaS (24844)

ოოო, ეს ის თამაშია რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. თუ არა და კაი ხანი გატრუნულებს მოგვიწევს ჯდომა, მძ**რნაჭამი ღორებივით )))

20:37 | 17.11.2021
kakhaberry (2630)

მართლა რა მაინტერესებს, ასეთ ინფოებს ყოველთვის სხვა ქვეყნის წყაროებიდან ვიგებთ ხოლმე, თუ დადასტურებულია, ესეიგი ჩვენს რაგბის კავშირთანაც შეთანხმებულია და რატომ არასდროს ამბობენ ხოლმე დროულად )))

0.123737