სხვა

17:40 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიანა ჯოჯუა UFC-ს სიაში აღარ ირიცხება

ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა UFC-ში ვეღარ იბრძოლებს. როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ქართველი სპორტსმენი UFC-ს სიაში აღარ იძებნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სიიდან ამოიღეს.

ჯოჯუამ ამერიკელ კორტნი კეისისთან წააგო, რითაც UFC-ში მესამე მარცხი განიცადა, მანამდე კი აწონვის პროცედურაც ვერ გაიარა და მისი წონა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა.

ლიანა ჯოჯუამ UFC-ში ოთხი ბრძოლის გამართვა მოასწრო, საიდანაც სამჯერ წააგო, ხოლო ერთი გამარჯვება მოიპოვა 2020 წელს, დიანა ბელბიტას წინააღმდეგ.

0.115711