უეფას ზონაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ტურნირი დასრულდა და შემაჯამებელი მონაცემებით ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე კომპონენტით გამორჩეული გახლდათ.
ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა იმ ფეხბურთელთა საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც მუნდიალს მიღმა დარჩნენ. სია შედგენილია მათი სატრანსფერო ფასების მიხედვით და ათეულს ხვიჩა კვარაცხელია ასრულებს.
ქართველი ფეხბურთელის ღირებულება 18 მილიონი ევროა, როგორც მირალემ პიანიჩის და ისინი ბოლო ორ ადგილს ინაწილებენ.
1. ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია) – 150 მილიონი ევრო
2. იან ობლაკი (სლოვენია) – 70 მილიონი ევრო
3. მილან შკრინიარი (სლოვაკეთი) – 60 მილიონი ევრო
4. მარტინ ედეგორი (ნორვეგია) – 40 მილიონი ევრო
5. სტეფან სავიჩი (მონტენეგრო) – 25 მილიონი ევრო
6. დომინიკ შობოშლაი (უნგრეთი) – 25 მილიონი ევრო
7. ბერატ ჯიმსიტი (ალბანეთი) – 22 მილიონი ევრო
8. მარაშ კუმბულა (ალბანეთი) – 22 მილიონი ევრო
9. მანორ სოლომონი (ისრაელი) – 20 მილიონი ევრო
10-11. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) – 18 მილიონი ევრო
10-11 მირალემ პიანიჩი (ბოსნია) – 18 მილიონი ევრო
გარდა ამისა, ხვიჩა კვარაცხელია შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა Whoscored-ის ვერსიით. ხვიჩა ერთადერთი ქართველია, რომელიც ჯგუფის საუკეთესო 11-ეულში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ შესარჩევ ეტაპზე 4 გოლი გაიტანა და B ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ფერან ტორესთან და ალექსანდერ ისაკთან ერთად. ამასთან, ხვიჩა საშუალოდ მატჩში 4 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებდა, რაც ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ეტაპზე კვარაცხელიამ 8-დან 6 მატჩში ითამაშა, გოლები კი ესპანეთს, საბერძნეთსა და შვედეთს (დუბლი) გაუტანა.