ფეხბურთი

11:00 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "უბრალოდ სიგიჟეა, არსებობენ კლუბები, რომლებიც ფეხბურთელს 200 მილიონადაც არ ყიდიან"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანურ გაზეთ Marca-სთან ინტერვიუში ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ შესახებ ირიბი, მაგრამ კრიტიკული განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, დღეისთვის ფეხბურთში სიგიჟე ხდება, რადგან არსებობენ კლუბები, რომლებიც ფეხბურთელების გაყიდვაზე 200 მილიონ ევროდაც უარს ამბობენ. მოგეხსენებათ, „სამეფო კლუბი“ პსჟ-დან კილიან მბაპეს შეძენას ამ ფასად აქტიურად ცდილობდა, მაგრამ წარუმატებლად.

„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ კონტრაქტებს და ვცდილობთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელები შევიძინოთ. თუმცა, ფულია საჭირო, რომ მათ სანაცვლოდ გადაიხადო. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ 200 მილიონს სთავაზობ და ფეხბურთელს მაინც არ ყიდიან, უარს ამბობენ. ამიტომ, უმჯობესია ისინი მაშინ დაიმატო, როცა კონტრაქტის ვადა ეწურებათ, რადგან ამ დროისთვის არსებობს ეს სიგიჟე, რასაც სახელმწიფო კლუბები ჰქვია, რომლებიც ფეხბურთელებს უბრალოდ არ ყიდიან. მე ამას ვებრძვი, რადგან მთავარი კლუბის მართვაა, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, რომელიც გარედან მოდის. დადგება მომენტი, როცა ევროპის საუკეთესო 30 კლუბი სახელმწიფოების მფლობელობაში იქნება და ეს ეწინააღმდეგება ევროპული საზოგადოების პრინციპებს. ამასთან საბრძოლველად მოვედი და ვაკეთებ მას შემდეგ, რაც „რეალში“ ვარ.

სუპერლიგა? 1955 წელს შეიქმნა ჩემპიონთა თასი და ისეთივე სიტუაცია იყო, როგორიც ახლაა. ფეხბურთი იმ დამსახურებით და რესურსით უნდა ფუნქციონირებდეს, რაც გაქვს. უნდა გვქონდეს სოლიდარობა, კონკურენცია და სამართლიანი თამაშის პრინციპები“, - თქვა პერესმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06091