იტალიური „რომას“ ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა განაცხადა, რომ ფეხბურთს ფულის გამო არ თამაშობს, რადგან ასე რომ იყოს, მაშინ რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებდა.
„არასდროს დამავიწყდება გერმანიაში გატარებული დრო. ეს იყო საუკეთესო პერიოდი ჩემს საფეხბურთო კარიერაში. ახლაც მადლობელი ვარ იურგენ კლოპის, კლუბისა და ყოფილი თანაგუნდელების, რომლებიც მხარში მედგნენ. დარწმუნებული ვარ, ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები „დორტმუნდში“, როგორც ფეხბურთელი თუ არა, გულშემატკივრის რანგში მაინც.
როდესაც გავიგე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო ჩემით დაინტერესებული, იქ წასვლა მომინდა. პრემიერლიგა ჩემი დიდი ოცნება იყო. ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ფულისთვის გავაკეთე, მაგრამ სისულელეა! ფეხბურთს ფულის გამო არ ვთამაშობ, თორემ რუსეთში ან სხვაგან ვითამაშებდი. „დორტმუნდში“ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ზოგჯერ რთული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო“, - განაცხადა მხითარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ჰენრიხ მხითარიანი „დორტმუნდში“ 2013-2016 წლებში თამაშობდა, „მანჩესტერში“ კი ორი სეზონი გაატარა, საიდანაც „არსენალს“ მიაშურა, ხოლო 2019 წლიდან „რომას“ ფეხბურთელია. კარიერის საწყის ეტაპზე სომეხ ფეხბურთელს „პიუნიკში“, დონეცკის „მეტალურგსა“ და დონეცკის „შახტარში“ უთამაშია.