ფეხბურთი

1:15 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილი: "ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს 3:2 მოუგო, მატჩის ერთ-ერთი გმირი კი გიორგი გულიაშვილი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. "საბურთალოს" ფორვარდმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო.

„პირველად ვითამაშეთ ბათუმში ამ სტადიონზე, გულშემატკივარი მთელი თამაში ჩვენს გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ვითამაშეთ და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა ყველაფერი. როდესაც ინგლისის ნაკრებს უტან 2 გოლს, რა თქმა უნდა ეს დღე ემოციური გამოდის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა", - თქვა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ის შესარჩევი ეტაპისგან თავისუფალია, რადგან ფინალური ეტაპის თანამასპინძელია რუმინეთთან ერთად. აქვე გეტყვით, რომ საქართელოს 21-წლამდე ნაკრებმა ბოლო ხუთი მატჩიდან 4 მოიგო (აზერბაიჯანთან, სლოვაკეთთან, ბელარუსთან, ინგლისთან) და ერთხელ ფრე ითამაშა (რუმინეთთან).

0.114646