ფეხბურთი

23:55 | 16.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრები დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, ავთანდილ ასათიანის გუნდმა მოწინააღმდეგეს 4:1 მოუგო. ამ გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 17 ნოემბერს, 16:00 საათზე კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება.

საქართველო 4:1 რუმინეთი

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: კუპატაძე (კ), თოფურია, კეკელია, თოდუა, ღავთაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, შაგინია, ქურდაძე, ჩიმაკაძე, თალესი, გიორგაია, სებისკვერაძე, კურტანიძე, პეტრი ბრანკო

მთავარი მწვრთნელი: ავთანილ ასათიანი

რუმინეთი: გრიგორაში, ისლაი, ოლივეირა(კ), ჰოდნოდი, მანია

სათადარიგო შემადგენლობა: ბალინტი​, ლეპადატუ​, კედეი​, ფერეირა​, კუსმოდი, ბალაში​, დუდეუ, ლუნგუ, დოსპინესკუ

​მთავარი მწვრთნელი: ენდრე კაჩო

მსაჯები: ზვიად ბლიაძე, არსენ ნონიკაშვილი, დავით ახვლედიანი, გრიგოლ ბლიაძე

გაფრთხილება: მანია 33:11', თალესი 38:39'

გოლები: 1:0 კეკელია (03:09), 2:0 თოდუა (07:37), 3:0 კეკელია (10:09), 4:0 პეტრი ბრანკო (22:51), 4:1 პაულუ ფერეირა (26:26)

საქართველო - რუმინეთის მეორე ამხანაგური შეხვედრა კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე კვლავ უმაყურებლოდ გაიმართება.

NAKREBI.GE

0.129254