ფეხბურთი

16:09 | 16.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშმა "ბარსელონაში" ნომერი აირჩია

კატალონიის „ბარსელონაში“ დაბრუნებულმა დანი ალვეშმა ნომერი აირჩია და „ბლაუგრანას“ ღირსებას ამჯერად 8-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

„ბარსაში“ ეს ნომერი ყველაზე მეტად ანდრეს ინიესტასთან ასოცირდება, ბოლოს კი მირალემ პიანიჩის კუთვნილება იყო, რომელიც ზაფხულში „ბეშიქთაშში“ იჯარით გადავიდა.

დანი ალვეშს „ბარსელონაში“ 2, 20, 22 და 6-ნომრიანი მაისურებით უთამაშია. ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანურ გრანდს სეზონის ბოლომდე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდს იანვრიდან დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123634