ფეხბურთი

16:48 | 16.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" რენატო სანჩესისთვის ბრძოლაში ფავორიტია

პორტუგალიის ნაკრებისა და „ლილის“ ფეხბურთელი რენატო სანჩესი შესაძლოა იტალიის სერია A-ში გადავიდეს.

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, სანჩესის მიმართ ინტერესს „რომა“, „იუვენტუსი“ და „მილანი“ იჩენენ, მაგრამ ფავორიტად „როსონერი“ მიიჩნევა. წყაროს თანახმად, ლომბარდიულ გრანდში პორტუგალიელი ნახევარმცველი ფრანკ კესის იდეალურ შემცვლელად ესახებათ, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი ეწურება.

გარდა ამისა, „მილანსა“ და „ლილს“ შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც ბოლო დროს მაიკ მენიოსა და რაფაელ ლეაოს ტრანსფერებითაც დასტურდება.

რენატო სანჩესმა მიმდინარე სეზონში „ლილის“ რიგებში 8-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით 30 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122755