ჩოგბურთი

4:44 | 16.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკმა სეზონი ბადოსასთან გამარჯვებით დაასრულა

პოლონელმა იგა სვიატეკმა WTA-ს ფინალში გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა. თავის ბოლო შეხვედრაში მან ესპანელი იუბილარი, პაულა ბადოსა 7-5, 6-4 დაამარცხა და ტურნირს დაემშვიდობა, რადგან წინა ორი შეხვედრა წაგებული აქვს. მართლია ტურნირს დაემშვიდობა, მაგრამ პოლონელი შინ ხელცარიელი არ წასულა, მან 250 სარეიტინგო ქულაც აიღო.

საფრანგეთის ღია პირველობის 2020 წლის ჩემპიონმა, თავისი პირველი შეხვედრა ბერძენ მარია საკარისთან წააგო, შემდეგ კი ბელარუს არინა საბალენკასთან დამარცხდა, რამაც ნახევარფინალში გასვლის შანსი დააკარგვინა. სვიტეკი მეორე სეტის მეათე გეიმს, თავის მოწოდებაზე 0-30 აგებდა, მაგრამ ორივე ქულა გაქვითა, გამარჯვების ქულა კი წაღმა დარტყმით მოიპოვა.

მეორე შეხვედრაში, ჯგუფიდან გასვლისთვის ითამაშებენ საბალენკა და საკარი. ბადოსას, ვინც ორშაბათს 24 წლის გახდა, ორივე სეტის წაუგებლად ჰყავს დამარცხებული. მათ შორის მოგებული, ნახევარფინალში კარგ ფორმაში მყოფ ესტონელ ანეტ კონტავეიტს დაუპირისპირდება. ბადოსას მეტოქე კი ესპანელი გარბინე მუგურუსაა. ისინი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

0.118133