საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს წლის ბოლო შეხვედრას გამართავს და გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება.
ვილი სანიოლის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილი გახდა და საქართველო ტესტ-მატჩში მოედანზე ასეთი 11-ეულით გავა:
საქართველო (3-4-3): კუპატაძე; კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა; აზაროვი, გვილია, კვეკვესკირი, ლობჟანიძე; ყაზაიშვილი, დავითაშვილი, ვოლკოვი
უზბეკეთი (4-2-3-1): იუსუპოვი; აბდულაევი, ხაშიმოვი, საიფიევი, კობილოვი; ხამდამოვი, ალიბაიევი; ჰამრობეკოვი, მაშარიპოვი, შუკუროვი; შომუროდოვი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლო ორი მატჩი მოგებული აქვს: ოქტომბერში სტუმრად კოსოვო თორნიკე ოქრიაშვილისა და ზურიკო დავითაშვილის გოლებით (2:1) დაამარცხა, ხოლო ოთხიდ დღის წინ ბათუმში, შვედეთის ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით მოუგო (2:0).