ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ „ნორვიჩ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დინ სმიტი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
დინ სმიტი ბოლოს „ასტონ ვილაში“ მუშაობდა, საიდანაც დაითხოვეს და სტივენ ჯერარდმა შეცვალა, მაგრამ უმუშევარი დიდხანს არ დარჩენილა. „ნორვიჩს“ მანამდე ფრენკ ლამპარდს, ლუსიენ ფავრს, სტივ ბრიუსსა და ჯონ ტერის უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოო არჩევანი დინ სმიტიზე შეჩერდა.
ინგლისური გუნდიდან 6 ნოემბერს, დანიელ ფარკე გაათავისუფულეს, რადგან გუნდმა სეზონი წარუმატებლად დაიწყო და 11 ტურის შემდეგ 5 ქულით ბოლო ადგილზეა.