კალათბურთი

0:20 | 15.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 8 და შერმადინის 6 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-10 ტურში „ქართული დერბი“ შედგა. გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად ბექა ბურჯანაძის „ბეტისს“ დაძაბულ ბრძოლაში 81:72 მოუგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ბურჯანაძემ 19 წუთში 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ბექამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 9-ს გაუტოლდა.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 16:51 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 6 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 6 გამოდგა.

„ლენოვო ტენერიფე“ 7 მოგებით და 3 მარცხით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 ნოემბერს, „გრან კანარიას“ უმასპინძლებს. სევილიის „ბეტისს“ 2 გამარჯვების საპირწონედ 8 მარცხი აქვს და ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 21 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.

0.108726