საფრანგეთის ქალაქ ორლეანში, კლუბებს შორის ევროპის თასი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობას როგორც ქალი მოფარიკავეები, ასევე კაცები იღებდნენ.
კაცთა და ქალთა შორისაც ჩემპიონი ადგილობრივი, ფარიკაობის კლუბი “ორლეანი”გახდა, რომლის კაცთა გუნდის ლიდერი ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გახლდათ, “ორლეანმა” ფინალში რუსეთის, ქვეყნის საუკეთესო მოფარიკავეებით დაკომპლექტებულ, კლუბს 45-41 მოუგო.
“ორლეანის” მწვრთნელი კრისტიან ბაუერი გახლავთ, ხოლო სანდროსთან ერთად გუნდში ფრანგები: ბოლად აპიტი, სებასტიენ პატრისი და ჟან-ფილიპ პატრისი იყვნენ.