ფეხბურთი

18:35 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა დი მარციო: "კვარაცხელია დიდ მატჩებში ბრწყინავს და პუბლიკის აღფრთოვანება შეუძლია"
დი მარციომ კვარაცხელიას შეძენა "ნაპოლის" სპორტულ დირექტორს ურჩია

ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი კვლავ დიდია. ამჯერად 20 წლის ნახევარმცველზე იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, რომელიც ამბობს, რომ ხვიჩას „ნაპოლიში“ სიამოვნებით იხილავდა.

დი მარციომ, რომელიც იტალიაში სატრანსფერო ექსპერტად მიიჩნევა, "ნაპოლის" სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯიუნტოლის ურჩია, რომ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი შეიძინოს.

„ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგად წარმომიდგენია "ნაპოლიში". ის 20 წლისაა, საქართველოში დაიბადა და ამჟამად ყაზანის „რუბინში“ მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ის არის ბიჭი, რომელიც წნეხს არ განიცდის, აქვს დარტყმა, რომელსაც პუბლიკის აღფრთოვანება შეუძლია. მან იცის დიდ მატჩებში გაბრწყინება. გრძელფეხება, 183 სმ სიმარღლის, ბუნებრივად მემარჯვენე, მაგრამ ასევე ამტკიცებს, რომ მარცხენა ფეხსაც კარგად იყენეს. ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ფეხებში ფეთქებადი. შესანიშნავი აჩქარებით და ტემპის ცვლილებითაა აღჭურვილი. ტექნიკურად ძალიან კარგია, იცის დრიბლინგის შესრულება, როგორც ღია მოედანზე, ისევ მჭიდრო სივრცეებში, ამას ორივე ფეხით აკეთებს“, - ციტირებს დი მარციოს AreaNapoli.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში, რომელშიც საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდა, დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 5 გოლია, ხოლო მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში „რუბინის" მაისური 12 მატჩში მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

კვარაცხელიას ყაზანის "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაფორმებული და მისი სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის დაახლოებით 20 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112975