იტალიის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ გულწრფელად განაცხადა, რომ მისთვის კეილონ ნავასთან კონკურენცია არასასიამოვნოა.
„ნავასთან კონკურენცია მაწუხებს. აქამდე ყოველთვის ვთამაშობდი და ზოგჯერ თადარიგში ყოფნა მტკივნეულია. თუმცა, მშვიდად ვარ, სიტუაცია დალაგდება“, - თქვა დონარუმამ.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პსჟ-მ ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, დონარუმამ კი მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა (5-ჯერ ლიგა 1-ში და ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე).