სხვა

1:24 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მესამე მარცხი განიცადა

ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ UFC-ს ეგიდით მეოთხე ბრძოლა გამართა და ამერიკელ კორტნი ქეისის გაეჯიბრა.

უმსუბუქეს წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯოჯოუამ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მსაჯების გადაწყვეტილებით სამივე რაუნდის გამარჯვებულად ამერიკელი მებრძოლი გამოცხადაა - 30:27, 30:27, 30:27.

აღსანიშნავია, რომ ბრძოლამდე ჯოჯუამ წონა ვერ ჩააბარა, 1.13 კგ-ით მეტი იყო, რის გამოც მეტოქეს თავისი ჰონორარის ნაწილი დაუთმო.

შეგახსენებთ, რომ ლიანა ჯოჯუამ UFC-ში უარყოფითი ბალანსი აქვს 1 მოგება და 3 მარცხი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11413