საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ უზბეკეთთან შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა. როგორც დანიური „კოპენჰაგენის“ მცველმა აღნიშნა, ვინაიდან წლის ბოლო მატჩია, გამარჯვება აუცილებელია.
“ბოლო ორი შეხვედრა ძალიან კარგი იყო, დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ. ეს განსაკუთრებით ბოლო მატჩს ეხება, სადაც გულშემატკივრებთან ერთად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშეთ. ვფიქრობ, რომ ამ გარემოებამ შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, რადგან წლის ბოლო თამაშია და ამის შემდეგ ეროვნული გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს შეხვედრაც მოვიგოთ და ჩვენი სერია გავაგრძელოთ“, - თქვა ხოჭოლავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ბათუმში შვედეთის ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 მოუგო, უზბეკეთს კი გორში, 15 ნოემბერს შეხვდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლაშა, ოლიმპიური ოქროს ველოდებით შენგან.
მე ძმაო ტალახაძისგან ოლიმპიურ ოქროს ველოდები ოლიმპიური რეკორდით!!!
ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და ტრავმები აცილოს.
წარმატებები ლაშას
მადლობაააააა!მაგრები ხართ.კალათბურთი,რაგბი,ძიუდო და ეხლა ძალოსნობა.ამ სახეობის მამები არიან ნამდვილი პროფესიონალები და საამაყო ერისშვილება.წარმატება ქართულ სპორტს
ოლიმპიადაზეც გაგვეხაროს მათი წარმატების