იუვენტუსის ცენტრალური ნახევარმცველი უესტონ მაკკენი "ტოტენჰემის" ინტერესთა სფეროში მოექცა. ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს და ამერიკელი ფეხბურთელი ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია.
კერძოდ, მაკკენის ტრანსფერით ყველაზე მეტად "ტოტენჰემის" სპორტული დირექტორი - ფაბიო პარატიჩია დაინტერესებული, რომელმაც ამერიკელი "შალკედან" ტურინულ კლუბში მუშაობის დროს შეიძინა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში უესტონ მაკკენმა 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. იუვეს კი 18 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება "ტოტენჰემს", ცოტა ხნის წინ გუნდი იტალიელმა სპეციალისტმა - ანტონიო კონტემ ჩაიბარა და ინგლისის ჩემპიონატში 11 ტურში მოპოვებული 16 ქულით მე-9 ადგილზეა.